ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ გარეჯთან დაკავშირებული მოსმენა პოპულიზმში არ გადაიზრდება, დახურულ სხდომას გავმართავდი” – ქაცარავა

“მე რომ მქონდეს იმის რწმენა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა არ გადაიზრდება პოპულიზმში, რისი პრაქტიკაც და გამოცდილებაც არაერთხელ გვქონია, ასეთ საკომიტეტო მოსმენას აუცილებლად გავმართავდით დახურულ ფორმატში, რომელიც იქნებოდა შინაარსობრივად დატვირთული.
ჩვენ კომისიის მუშაობას ვადევნებთ თვალყურს. მაქვს იმის რწმენა, რომ კომისიას უნდა მივცეთ საშუალება, გააგრძელოს მუშაობა და შედეგებს უნდა დაველოდოთ. ჩვენ ამ პროცესს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ეს”

სოფო ქაცარავა, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
“ინტერპრესნიუსისთვის” გაცემული ინტერვიუ პარლამენტიდან

იტვირთბა....