აგარაში, მეუღლის დაჭრისა და ერთი პირი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა ბრალდებულის საზოგადოებრივი ადვოკატიც.
პირადი ინფორმაციის დაცვის მოტივით, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ბრალდებული მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას 13 ჭრილობა აქვს მიყენებული.