„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხრიდან ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ღიად საუბარი იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, თუ ამ პროექტს კონკურეტუუნარობის, ან სხვა არგუმენტებით დაასამარებს. რომან კაკულიას განცხადება, თითქოს ანაკლიის პროექტი კონკურენტუნარიანი არ არის, იმ ეჭვებს აღრმავებს, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად ეცდება, შეაჩეროს და დაასამაროს ანაკლიის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისით სტრატეგიული პროექტია. ის სკანდალიც უნდა გავიხსენოთ, რაშიც ნათია თურნავა გაეხვა, როცა გაირკვა, ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს, ანაკლიის პორტს კონკურენტული პროექტები შეუქმნას. მათ შორის, ფოთის პორტის გააქტიურებით, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდეს”.
თინა ბოკუჩავა, ენმ-ის წევრი