“კონცერტი, სპექტაკლი როგორ მოგეწონათ გუშინ?” – ასე მიმართა ზვიად კუპრავამ მის სასამართლო პროცესზე მისულ მხარდამჭერებს. საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას საქმის განხილვა მიმდინარეობს. კუპრავა ადვოკატზე ძალადობაშია ბრალდებული.
რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, საქმე ეხებოდა 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. გუშინ სასამართლომ კუპრავა პატიმრობაში დატოვა.