დღეს ანე ფრანკი 90 წლის გახდებოდა. მან სწორედ ამ დღეს, 1942 წელს, 13 წლის იუბილეზე მიიღო საჩუქრად ახლა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი დღიური.
აღსანიშნავია, რომ მის დღიურს იუნესკო იცავს.
“ანე ფრანკის დღიური დღეს რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმა და ადამიანთა კეთილშობილების სიმბოლოა”. – წერს იუნესკო და დასძენს, რომ ამსტერდამში სტუმრობის დროს ანე ფრანკის სახლში შესაძლებელია მისი დღიურის ნახვა.