ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სოსო რობაქიძემ იცის სად მომძებნოს” – ოქრუაშვილი

სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომთუ სოსო რობაქიძეს მასთან შეხვედრა სურს, იცის სადაც უნდა იპოვოს.

„ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, სოსო რობაქიძემ, ბუტა რობაქიძის მამამ, ოქრუაშვილის პრესკონფერენციის დაწყების წინ განცხადება გააკეთა:

“კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ირაკლი ოქურაშვილი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში”

იტვირთბა....