ბათუმში, ახალ ბულვარში ზღვაში, მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟზე, ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული.
მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლიც შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან. ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს.