მე უნდა მოვითმინო გიგა ბოკერია ამ პარლამენტში, იმიტომ რომ ამომრჩევლებმა გადაწყვიტა რომ ბოკერია იჯდეს მარცხენა მხარეს და მე მარჯვენა მხარეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ბოკერიას ემოციური, ხშირ შემთხვევაში უზრდელობის ზღვარზე გამოთქმული ფრაზები მე მომწონს ან მოვიწონებ. შესაბამისად არ ვიცი ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რა უნდა მივიღოთ ჩვენ ამ პარლამენტში, რომ ჩემი ან ნებისმიერი სხვისი გამოსვლა ჩაჯდეს ეთიკურ საზღვრებში. მე აღარ ვიცი. ეთიკის კოდექსი მივიღეთ და ალბათ უნდა ავამოქმედოთ ეს კოდექსი, როგორც ჩვენი მომხრეების ასევე მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ ეს პარლამენტი სიძულვილის ენისაგან და ძალადობისგან,რაც ასე იფრქვევა უხვად ჩვენს კედლებში
უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე