ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცხინვალში დეპუტატობის ე.წ კანდიდატებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

დეფაქტო საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს ოკუპირებულ სროლის ხმა ისმოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ე.წ. დეპუტატობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “იმედინიუსი” ავრცელებს.

დაჭრილია ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარდა. ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა „ერთიანმა ოსეთმა“ მოიპოვა.

ცხინვალის დეფაქტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად აცხადებს.

იტვირთბა....