„არ ვიცი, მათ განცხადებებს, რა დავარქვა, ფანტაზია თუ ბრალდება. თუ ოპოზიციას პრეტენზიები ე.წ. კრიმინალებთან დაკავშირებით რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ შუალედური არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა. სწორედ ეს არის დასკვნა, თუ ამას გარდა სხვა პრეტენზია არ აქვთ. ეს ისეთი პრეტენზიაა, რომლის დადასტურება ან უარყოფა საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო პროცესის ნაწილი არ არის. რა კრიმინალებზეა საუბარი, ნებისმიერი ასეთი ბრალდება თითიდან გამოწოვილია”.
აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე