ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სამეფო კარის თამაშები” უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში

24 მაისს, „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის“ (OCU) პრიმატის, ეპიფანის ინიციატივით, გაიმართა წმინდა სინოდის შეხვედრა, სადაც მხარეებმა, იმსჯელეს, ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და პატრიარქ ფილარეტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. სინოდის ცნობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომე 1-ლის და  ფილარეტის სტრატეგიები ფუნდამენტურად განსხვავებულია.

უკრაინაში UOC-KP –სა და UAOC – ს გაერთიანება პირველი ნაბიჯი იყო, პატრიარქ ბართოლომეოს გრძელვადიანი სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის. ბართოლომეოს მიზანი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პიზიციის გაძლიერება და მისი პირადი ძალის ჩვენება იყო სხვა ლოკალურ ეკლესიებში.

გეგმის შემდეგი ნაწილი ასე გამოიყურებოდა –  ბართოლომეოს მიცემული ტომოსი სხვა ეკლესიებსაც ეღიარებინათ. ტომოსი იმასაც გულისხმობდა, რომ OCU თავის წინამძღოლად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აღიარებდა.

ფინალური ნაბიჯი უნდა ყოფილიყო მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს თამაშის წესების კონსოლიდაცია, სადაც ადგილობრივი ეკლესიები აღიარებდნენ ფანაარის უპირობო პრიორიტეტს, ლიმიტში მოაქცევდნენ საკუთარ აქტივობებს, ნაციონალურ საზღვრებში და თანდათან, უარს იტყოდნენ საზღვარგარეთის სამწყვსოებზე, მათ შორის დედაქალაქებზე, (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსული და სერბული მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის), კონსტანტინოპოლის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ფილარეტს, პირველ ეტაპზე , ავტოკეფალიის მოპოვებისა და კანონიკური სტატუსის მიღების მიზნით, მან პოსტზე უარი თქვა, “უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში“( OCU) და შევიდა დე-ფაქტო კონსპირაციაში, ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოსთან, რადგან პოროშენკო „ახალი“ ეკლესიის გარანტიას იძლეოდა.

მეორე ეტაპზე, სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ ” OCU “- ს სრული ან ნაწილობრივი აღიარების შემდეგ, ფილარეტი აპირებდა, დაეანონსებინა ტომოსის პირობების გადახედვა, ისე, როგორც OCU -ს სტატუსისა და შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით,  უკრაინის „კიევანის საპატრიარქოს“ აღდგენა.

ფილარეტის გათვლები დაფუძნებული იყო შემდეგზე – თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და სხვა ადგილობრივი ეკლესიები აღიარებდნენ OCU -ს, მათ აღარ მოესურვებოდათ სიტყვის საჯაროდ გადათქმა.

უფრო მეტიც, პოროშენკოს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის  გააგრძელებდა ახალი ეკლესიის სტრუქტურის მხარდაჭერას, რომელიც შექმნილი იქნებოდა მისი პერსონალური მონაწილეობით, მისი ძალებისა და ადმინისტრაციული რესურსების ჩართულობით.

ამის შემდეგ, ფილარეტი, ახალი ეკლესიის სათავიდან, შეძლებდა მისი უზარმაზარი სურვილის მიღწევას – ძალის ახალი ცენტრის შექმნას მსოფლიოს მართლმადიდებლობაში და ძალებით გაუთანაბრდებოდა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს.

ფილარეტის და ბართოლომეოს მიზნების პირველი ნაბიჯები ემთხვეოდა, მაგრამ საბოლოო ნაბიჯში, ერთმანეთს მკვეთრად ასცდნენ, თუმცა ადვილად საწინასწარმეტყველები კონფლიქტი უფრო ადრე დაიწყო. რაც, პირველ რიგში, დააჩქარა პოროშენკოს დამარცხებამ, საპრეზიდენტო არჩევნებში, რამაც აიძულა ფილარეტი, ახალი მოკავშირეები ეძებნა, სახელმწიფო სტრუქტურებში.

დაჩქარების მიზეზი კი ფილარეტის გავლენის დაკარგვა იყო OCU -ზე, რაც ბართოლომეოს დამსახურებაცაა.

შედეგად, ფილარეტმა დაგეგმილზე ადრე გააკეთა არასტაბილური საჯარო განცხადებები, რომლებშიც მან პრაქტიკულად აჩვენა თავისი კარტები.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიამ სასურველი დამოუკიდებლობა ვერ მიიღო და ტომოსი უკრაინელებს, როგორც კიევის საპატრიარქოს მრევლს არ განსაზღვრავს. “თუ უკრაინა მართლმადიდებელი ეკლესიაა, ეს ნიშნავს, რომ ყველა უკრაინელი, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე და ემიგრაციაშია ჩვენი ნაწილია, ჩვენი მრევლია. მაგრამ ტომოსი ჩვენ გვეუბნება, რომ არა, ეს უკრაინელები, რომლებიც თქვენ გეკუთვნოდათ, ახლა კონსტანტინოპოლს ეკუთვნის”, – აღნიშნა ფილარეტმა.

ფილარეტს არ მირონის დამზადების ტომოსისეული ვერსიაც – უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მირონის დამზადება ეზღუდება: “მირონი სიწმინდეა, რომლის გარეშეც მირონცხების საიდუმლოება ვერ შესრულდება. თუ ჩვენ მირონი კონსტანტინოპოლიდან, სტამბოლიდან უნდა მივიღოთ, გამოდის, რომ დამოკიდებულები ვართ. სიტყვებით ავტოკეფალური ეკლესია ვართ, თუმცა, რეალურად, მსოფლიოზე ვართ დამოკიდებული – მოგვცემენ მირონს თუ არ მოგვცემენ”. ფილარეტს, ასევე არ მოსწონს, რომ საეკლესიო კონფლიქტები კონსტანტინოპოლმა უნდა დაარეგულიროს. “ჩვენ უარს არ ვამბობთ ტომოსზე, მაგრამ არ შევასრულებთ ამ სამ პირობას”, – განაცხადა პატრიარქმა.

გარდა ამისა, ფილარეტმა დაადანაშაულა ბართოლომეო უკრაინის ეკლესიისთვის არა გამაერთიანებელი, არამედ გამყოფი ტომოსის მიღებაში ასევე ფანაარის მხარდაჭერაში.

საბოლოოდ, თუ ბართოლომეო და ფილარეტი ნაადრევად არ შეეტაკებოდნენ ერთმანეთს და ამის ნაცვლად, დარჩებოდნენ ალიანსში, მათი მეორე ფაზის განხორციელების დასრულებამდე სინოდს მოუწევდა აერჩია სამი ნეგატიური არჩევანიდან ერთ-ერთი – 1 მიეღოთ დაშვებული შეცდომები, მხარი დაეჭირათ კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის თავის სტრატეგიაში, სადაც ის გააძლიერებდა ფანაარის ძალას და შეამცირებს ადგილობრივი ეკლესიების როლს და გავლენას; 2 – მხარი დაეჭირათ ბართოლომეოსთვის ბრძოლისთვის, ადგილობრივი ეკლესიების გავლენის შემცირებაში, 3 – დახმარებოდნენ ფილარეტს, ბართოლომეოს წინააღმდეგ ბრძოლაში, “კიევის საპატრიარქოს” პოზიციის აღდგენისა და გაძლიერებაში, რათა კვლავ გაემყარებინათ საკუთარი პოზიციები ადგილობრივ ეკლესიებში.

ალექსეი სმირნოვი, უკრაინელი თეოლოგი

სპეციალურად „მეტრონომისთვის“ კიევიდან

 

 

 

იტვირთბა....