ახალი ამბები მთავარი ციტატა

დრო ხომ არ მოვიდა, წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი – “ოცნების” დეპუტატი ოპოზიციას

“თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით კრიმინალს,როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის.  თქვენთვის მარტივი იყო ამ სიტყვის წარმოთქმა მაშინ და დაბრალება ადამიანისთვის, რა თქმა უნდა ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა თქვენთვის.  ისევ იგივე რიტორიკით და ისევ მარტივად ახერხებთ ადამიანები შერაცხოთ კრიმინალებად. მე მაქვს შეკითხვა: თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, “ევროპულ საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბერია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას მიმართავს;

იტვირთბა....