ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღმერთი დაგვსჯის ამის გამო” – დეკანოზი დავით ქვლივიძე ლგბტ პრაიდის კვირეულზე

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები.” – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტია ამიტომ დაიგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები.” – განაცხადა მან.

როგორც  დეკანოზმა აღნიშნა, თუკი მაინც ჩატარდა ლგბტ პრაიდი, ისინი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ პროტესტს და “ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს კვირეული არ ჩატარდეს.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს.

ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.

იტვირთბა....