ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი გარდაიცვალა. ასევე ცივი იარაღით დაჭრილი ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი იდენტიფიცირებულია.

ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, როგორც შსს პრესსამსახურმა განაცხადა, ეს მუხლი მოგვიანებით, სავარაუდოდ, შეიცვლება.

იტვირთბა....