aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეს ჩანაწერები იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს – თალაკვაძე “ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარია მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იუმორისტულ ვიდეოს გავს.

“რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ეს ჩანაწერები იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს და ვფიქრობ, თავად ოპოზიციის რიგებშიც ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვება ასეთი სცენარებით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ სამართლიან, თავისუფალ გარემოში ტარდება.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ წარმოადგინა ვიდეოკადრები და მისი მტკიცებით, მასალაში ამომრჩეველზე ზეწოლა მიმდინარეობს.

იტვირთბა....