მთავარი სპორტი

დიდი იმედი მაქვს, ყველა გამიგებთ – აზარის გამოსამშვიდოებებლი წერილი

ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა “ჩელსის” გულშემატკივრებისთვის გამოსამშვიდობელი წერილი დაწერა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

“ჩემი ჩელსის ოჯახს და მეგობრებს :

ახლა უკვე ყველამ იცით, რომ მადრიდის რეალს შევუერთდი. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პატარა ბიჭი ვიყავი და პირველად გავიტანე ჩემი პირველი გოლი, ოცნებად მქონდა ამ გუნდისთვის მეთამაშა.

მთელი ძალით ვცდილობდი არ შემეცვალა საკუთარი ან გუნდის აზრი, ამ სპეკულაციების და მედიის ყურადღების რთულ პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ახლა ორივე კლუბმა შეთანხმებას მიაღწია. დიდი იმედი მაქვს, ყველა გამიგებთ. გაიგებთ, რომ უნდა გამეხსნა ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში, ზუსტად ისე, როგორც თითოეულ თქვენგანი ამას გააკეთებდა, როცა საკუთარი ოცნებების ახდენის შანსი გენებოდათ. “ ჩელსის“დატოვება ჩემს კარიერაში უდიდესი და ურთულესი გადაწყვეტილებაა. ახლა კი მინდა ყველამ იცოდეთ, რომ მიყვარს ყოველი მომენტი ჩელსიში და ერთხელაც კი არ მიფიქრია სხვა კლუბის გამო მისი დატოვება.

მხოლოდ 21 წლის ბიჭი ვიყავი როცა აქ მოვედი, კაცად გავიზარდე და ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი თქვენთან ერთად, თქვენ ძალისხმევით გავხდი ჩემი ნაკრების კაპიტანი. რა თქმა უნდა, იყო ცუდი პერიოდები გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, მაგრამ ეს პროფესიონალური ფეხბურთია.

ჩემთვის ფეხბურთი ბურთის დაჭრა, ბურთით თამაში და ყოველი მომენტით სიამოვნების მიღებაა , გაგვიმართლა რომ ლამაზ თამაშს ვთამაშობთ, ეს არის ჩემი ერთგვარი სამწვრთნელო რჩევა. თამაშეთ ფეხბურთი და მიიღეთ სიამოვნება მისგან!

მაშინაც კი როცა კარგად არ ვთამაშობდით, ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ამით ვცდილობდი მადლობა მეთქვა თქვენთვის, იმ უდიდესი მხარდაჭრის გამო, რომელსაც არასოდეს იშურებდით. ეს მებრძოლი სული, მონდომება არის ძალიან დიდი კულტურის ნაწილი აქ, ჩელსიში. ეს პირდაპირ თქვენგან მოდის.

როცა ჩემს განსაკუთრებულ მომენტებს ვიხსენებ ჩელსის მაისურით, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, გაგვიმართლა რომ ბევრად მეტი მატჩი მოვიგეთ ვიდრე დავმარცხდით. ვისაც შეგიძლიათ ჩემი გესმოდეთ, გაიგებთ, რომ ეს არ არის ჩამონათვალი იმისა თუ რა მოვიგე, ყველა გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო გასაოცარი იყო. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ შევძლებთ ლუდით ხელში ერთად დაჯდომას და ამაზე საუბარს თუ სიცილს ჩემი გაცუდებული პენალტის გამო, რომელიც კრისტალ პალასის წინააღმდეგ გაბაცუდე , ან იმ გატანილი გოლების თაობაზე “ტოტენჰემის“, “არსენალის“ და “ლივერპულის“ წინააღმდეგ.

მომენტები იმდენად ბევრი და ნათელია, თქვენს მიერ შექმნილი ატმოსფეროს და გარემოს გამო, რომ იმედი მაქვს ყოველთვის სიამაყით გაგახსენდებათ, ისევე როგორც მე.
მნიშვნელობა არ აქვს ამერიკულ ტურში, “სანდერლენდთან” სამშაბათს ღამით, რუსეთში ხუთშაბათს, ან, რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში ბრიჯზე, თქვენ ყოველთვის მიჭერდით მხარს და მამხნევებდით, ისევე როგორც მე ვიღებდი სიამოვნებას საკუთარი თავით. იმედი მაქვს თქვენც სიამოვნებას იღებდით საკუთარი თავისგან ვწუხვარ იმის გამო, რომ არ ვტოვებ დაცულ ჯილდოს, ჩემს ყველა ჯილდოს შორის!

ჩვენ გვყავდა უამრავი დიდებული ფეხბურთელი, ჩემი ყველაზე საამაყო მომენტები ყოველთვის გუნდთან ერთად იყო. ჩვენ მოვიგეთ ფა თასი, ლიგის თასი, ევროპის ლიგები და პრემიერ ლიგები როგორც ოჯახმა. ყოველი მათგანი განსაკუთრებულია და რათქმაუნდა ბაქოში თამაში , რამოდენიმე კვირის წინ, იყო საუკეთესო გზა წასასვლელად, მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი რთული სეზონის შემდეგ.

“ჩელსი” და განსაკუთრებით გულშემატკივრები ყოველთვის იქნებიან განსაკუთრებული ჩემთვის და ჩემი მომდევნო სეზონიდან პირველი რასაც გავაკეთებ, არის ის, რომ ვნახავ თქვენ შედეგებს. იმედი მაქვს, ერთმანეთის წინააღმდეგა ც ვითამაშებთ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში და საერთოდ ყველა სეზონში, იმიტომ, რომ კიდევ ბევრჯერ შევძლო თქვენთან შეხვედრა.

სანამ წავალ, ბოლო მადლობა მინდა გადავუხადო ყველას კლუბში გასაოცარი ძალისხმევისთვის რთულ მომენტებში. ყველა ექს-კოლეგას მადლობას ვეტყვი როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ახლა მინდა მადლობა ვუთხრა მფლობელს – მისტერ რომან აბრამოვიჩს და მის ხელმძღვანელობას რომ დამეხმარნენ ამეხდინა ჩემი არა ერთი, არამედ ორი ოცნება, პირველი – გავმხდარიყავი ჩელსის ფეხბურთელი და მეორე – გავმხდარიყავი მადრიდის რეალის ფეხბურთელი.

თითოეულ თქვენგანს და ყველა ჩემს მეგობარს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ”, – წერს ედენ აზარი.

წყარო: Chelsea Fc – Blue History

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ედენ აზარი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გახდა.

იტვირთბა....