თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.
არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.
9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.