“მასწავლებელი ყველგან თავისი ნებით უნდა მიდიოდეს, როგორც თავისუფალი ადამიანი. თუ თავად არ ხარ საკუთარი ნების პატრონი, ისე სხვას ნამდვილ პიროვნებად და მოქალაქედ ვერ გაზრდი. პედაგოგთა პროტესტი, რომ ისინი 100 კილომეტრი ატარეს წილხვდომილობის შესახებ ლექციის მოსასმენად, აბსოლუტურად სამართლიანია.
თუ ეს საკუთარი ნებითა და ინტერესით არ ხდება, 2 კილომეტრის გავლაც ზედმეტია.
ასეთი ამბები არ უნდა იგეგმებოდეს და ხდებოდეს სპონტანურად და ყველამ წინასწარ უნდა იცოდეს, სად და რა მიზნით მიდის ან რა სარგებელს ნახავს.
იქ, სადაც მასწავლებლებს რამეს აძალებენ, იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც საკუთარი პიროვნების ნორმალური გაცნობიერება და უფლებების დაცვა არ შეუძლიათ.
ის, რაც სრულად რწმენის სფეროა (მაგალითად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა), არ შეიძლება მასობრივი სწავლების საგანი იყოს.
ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, რა ირწმუნოს.
ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება და მოქმედება ადამიანის ცნობიერებაზე ძალადობაა”
ფილოლოგი გია მურღულია; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ პედაგოგის განცხადებით, ქრისტიანობისა და სახარების არსის ლექციაზე მასწავლებლები იძულებით წაიყვანეს.