ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს” – თურნავა

ეს არის მოკლევადიანი რყევები და ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაკროეკონომიკური ინდიკატორები არ იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეროვნული ვალუტის დიდი გაუფასურების მოლოდინი არსებობდეს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მაკროეკონომიკური პოლოტიკა სტაბილურია, ფუნდემუნტური მაკროეკონომიკური ინდიკატორი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ველოდოთ დიდ გაუფასურებას და ეს ახდა კიდეც. ეს არის მოკლევადიანი რყევები და ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს”, – განაცხადა ნათია თურნავა

იტვირთბა....