aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ პრობლემა არ შეექმნას ანაკლიის პორტს“

„თუ საჭიროა, შევქმნათ კომისიები და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში, რადგან ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა. რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით, გვაქვს ფოთის პორტი, არის ინვესტორი. სამწუხაროდ, ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია ჩვენს რეგიონსა და ევროპაში, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ათი წელია თუ მეტი არსებობს ეს ინვესტორი და მისი მხრიდან აქამდე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი. ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მიმაჩნია, ამ ინფორმაციის გაჟონვას აქვს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს, ამ ერთ მოტივაციას ვხედავ. ამიტომ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, რომელსაც მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს“.

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა ოქრიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

იტვირთბა....