სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკომ მისი პარტიის, „უდარ“-ის თავმჯდომარეობაზე უარი უთხრა. როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიდეომიმართვაში აღნიშნა,ამ კავშირზე წასვლა არ უღირს.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი კლიჩკომ ღირსეული წინადადება შემოგვთაზვა, ჩვენ ამ კავშირზე წასვლა არ გვიღირს. ჩამოვედი, რომ უკრაინას დავეხმარო, უკეთესობისკენ შეიცვალოს“, -განაცხადა სააკასვილმა.
კიევის მერმა, ყოფილმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ მისი პარტიის „უდარ“-ის თავმჯდომარეობა შესთავაზა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს.
კლიჩკომ ფეისბუქით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ პარტია „უდარ“-ი მონაწილეობას მიიღებს 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და პარტნიორებს გაერთიანებას სთავაზობს.