ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კლიჩკომ თავისი პარტიის თავმჯდომარეობა სააკაშვილს შესთავაზა

კიევის მერმა, ყოფილმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ მისი პარტიის „უდარ“-ის თავმჯდომარეობა შესთავაზა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს.

კლიჩკომ ფეისბუქით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ პარტია „უდარ“-ი მონაწილეობას მიიღებს 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და პარტნიორებს გაერთიანებას სთავაზობს.

„მე ვრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი ვთავაზობ გახდეს პარტიის თავმჯდომარე“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

უკრაინული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ კანონის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეობა, მაგრამ არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა, რადგან ბოლო წლებში უკრაინაში არ უცხოვრია.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

იტვირთბა....