მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადიდებულ მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ იმატა. როგორც “კურიერთან” საუბრისას ადგილობრივები საუბრობენ, მიწები წაიღო წყალმა და მდინარემ მოსახლეობის მხარეს გადმოინაცვლა.
“მდინარე გადმოვიდა, ვითომ გაკეთებული ყველაფერი გაანგრია. მიწებიც წაიღო მდინარემ. დილიდან მდინარემ მოსახლეობის მხარეს გადმოინაცვლა. ასეთი შიშის ქვეშ ცხოვრება ამოსულია ყელში. ვითომ ეს ჰესის ექსკავატორები დარბიან და გვშველიან და გვეუბნებიან, რომ ეს არის ბუნებისგანო. თუმცა, ასეთი რაღაცები არ ხდებოდა. ჰესის მერე დაიწყო ეს უბედურება”, – განუცხადა ადგილობრივმა “კურიერს”.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ამ მომენტისთვის ბავშვები და მოხუცები გახიზნული ყავთ.
“ბავშები და მოხუცები გახიზნული გყვავს. ყურადღებას აარავინ გვაქცევს. მთელი ღამე შიშის ქვეშ გავატარეთ”, – განაცხადა მან.
მდინარე ნენსკრა 5 ივლისსაც ადიდდა და სოფლის ნაწილი დატბორა. მდინარემ დაანგრია ხიდები და საცხოვრებელი სახლები.