„ლილო სითის” მფლობელის, ლაურა ღაჭავას თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხანძარი საწყობიდან გაჩნდა, რომელიც დაკეტილი იყო.
საწყობი დაკეტილი იყო და მითხარით, ცეცხლი საიდან გაჩნდა?! ვინმემ რაღაც ხომ არ შეაგდო? უკვე ეჭვი მეპარება,- ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის” მფლობელმა ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ხანძრის შესახებ ისაუბრა.
ლაურა ღაჭავა ვარაუდობს, რომ მომხდარი შესაძლოა მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ეჭვობ, ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაც, მაგრამ ამას ვერ ვამბობ ჯერ. მომხდარს ჩემი შვილების საქმიანობაზე მეტად, ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ. ვიღაცას ხელს ვუშლი, ვის ვუშლი, რომ ვიცოდე, ხმამაღლა ვიტყოდი. მე არ ვასახელებ და არც მინდა დავასახელო ვინმე. უჩა მამაცაშვილი საერთოდ არაფერ შუაშია. ვერ ვამბობ, ხელისუფლება არის თუ არა დაინტერესებული ჩემი საქმიანობით. – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ღაჭავა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ ეჭვები აქვს.
იწვოდა სხვა ბაზრობები. არასოდეს ცეცხლი არ მოგვეკიდა და საერთოდ დაცული იყო ყველანაირად. საიდან ახლა ეს ცეცხლი, რატომ გაჩნდა? იმიტომ შევიცვალე პოზიცია, რომ რომ მე ველაპარაკე მეპატრონე ჩინელს, რომელმაც მაჩვენა, რომ იმ სამკუთხედში საერთოდ არ ყოფილა დენი. წინასწარ მე არ მინდა, რომ რაღაც დავაფიქსირო რაც არ არის გარკვეული, არასწორი არ გამომივიდეს მეთქი და ახლა უკვე ვეჭვობ და მინდა ექსპერტის გვერდით მეც ვიყო, მეტი არაფერი“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
“ჩაინა ლილო სითის” ტერიტირიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობიან ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიეტზე შექმნილ ვითარებას.
ადგილზე შესვლის უფლება არ მიეცა ლაურა ღაჭავას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.