ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა მაღაზიას აქვს დაზღვეული თავისი საქონელი ” – ლილო სითის“ დირექტორის მოადგილე

ლილო სითის“ დირექტორის მოადგილის, მაყვალა კავლელაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ყველა მაღაზია და მათში განთავსებული პროდუქცია დაზღვეული იყო.

ამასთან, როგორც კავლელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სრულად გამართული იყო უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

მისი თქმით, ზარალის დათვლის პროცესს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„თავად კონტრაქტორის მიერ, რომელიც გახლავთ შპს „ჩაინა ლილო სითი“, რომელსაც „ლილო სითისგან“ იჯარით აქვს აღებული ქონება, ქონება დაზღვეულია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სადაზღვევო კომპანიას, ჩავაყენეთ საქმის კურსში და დღეს უკვე ველოდებით წარმომადგენელს, რომელიც ადგილზე შეისწავლის სიტუაციას. გარდა ამისა, ქვეკონტრაქტორებს, რომლებსაც „ჩაინა ლილო სითისთან“ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება, ყველა მაღაზიას აქვს დაზღვეული თავისი საქონელი“, – განაცხადა „ლილო სითის“ დირექტორის მოადგილემ.

ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე 20-მდე მაღაზია დაიწვა. ცეცხლი შერეული საქონლის საბითუმო მაღაზიებს მოედო. 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ცდილობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....