“საკმაოდ ნორმალური გამოსვლა ჰქონდა ბახტაძეს კალიფორნიაში. რუსეთის ოკუპაციაც ახსენა, ნატო და ევროკავშირი გვინდაო ისიც თქვა, ამერიკა ჩვენი ძმა და მეგობარია და სულ გვერდში გვიდგას, განსაკუთრებით სამხედრო ამბავშიო, ისიც ბრძანა, დემოკრატიის მზეც იფიცა, ნაცების დროინდელი რეფორმებით კი ისე მოიწონა თავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მინიშნებაც არ გაუკეთებია სისხლიან ცხრა წელზე და საერთოდ, რომ არ იცოდეთ ვისი ტექსტია, მიშას ძველი გამოსვლა გეგონება. მოკლედ, გამოსვლა კი ნორმალური იყო, მაგრამ რად გინდა? მაინც ყველა დასცინის, აშაყირებს და “ადინ ვოსემ დვადცატვოსემ” – ზე ეღადავება.”
დავით ზურაბიშვილი
შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძეს, კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლა ჰქონდა.