მთავარი ციტატა

“სამკერვალო ფაბრიკა მაქვს და გაჩერებულია, 250 მკერავი სახლში ზის”

“მოულოდნელად სავაჭრო ობიექტზე შემოწმება ფინანსურმა პოლიციამ განახორციელა. ღაჭავას თქმით, მას არ აქვს ვერსიები თუ რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია მოულოდნელად სავაჭრო ობიექტზე. რასაკვირველია, ჩემმა თანამშრომლება ეს ყველაფერი ამას მიაბეს. არ ესიამოვნათ, რომ შუაღამეს მოვიდნენ. მე აქ არ ვიყავი. მე და ჩემი შვილი ავსტრიაში ვიყავით წასულები, ჩემმა ბიჭმა ოპერაცია გაიკეთა. დამირეკეს, რომ ფინანსური პოლიცია შემოვიდაო და ყველა ბუღალტრის საბუთები წაიღესო. ამ ყველაფერს ვერაფერს ვუკავშირებ. წერილს ვწერთ ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, ომბუდსმენს, პრემიერ-მინისტრს. ვეხვეწებით, რატომ მოხდა ასე, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დაყადაღებული მაქვს ანგარიში და ვეხვეწებით, რომ დროებით მოიხსნას ეს ყველაფერი. ანუ ქონება იყოს დაყადაღებული, მაგრამ თანამშრომლები არ დამრჩეს უხელფასოდ. ეს მაწუხებს. მიუხედავად ამისა, სამკერვალო ფაბრიკა მაქვს და გაჩერებულია,  250 მკერავი სახლში ზის. არაფერი ეჭვი არ მაქვს. ალბათ, არის ფირმები, ვისაც ზედმეტობა აქვს და ამის შემოწმება მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ამ შემოწმებაში ჩვენც მოვყევით”.

ლაურა ღაჭავა, “ჩაინა ლილო სითის” მფლობელი

იტვირთბა....