ბორჯომში დაკარგული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც პოლიციამ, საბოლოოდ, ზესტაფონში იპოვა, გვიან ღამით სახლებში დაბრუნდნენ. მე-9 კლასელები ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებდნენ. მოსწავლეები, გუშინ დილით, სახლიდან გავიდნენ. მათი მობილური ტელეფონები კი – პოლიციამ მიგდებულ საამქროში აღმოაჩინა.