ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ. ინფორმაციას bojomitv.ge ავრცელებს.მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლითაა დაწყებული.