ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყაზბეგის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყუროს მთასთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან დაახლეობით ერთი საათის წინ ამოიყვანეს. ცხედრები თბილისში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ “იმედინიუსი” ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

ყუროს მთასთან დღეს დილით სასტუმრო “რუმს ჰოტელის” ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა: პილოტი ილია ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე – კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იყო 2018 წლის 15 ივნისს, გავლილი ჰქონდა “ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი”. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

იტვირთბა....