ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე “ქრონიკისთვის” ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სავარაუდო მოძალადე მოზარდისა და მისი ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 40 წლის კაცი ამბობს, რომ არც გოგოს ორსულობის შესახებ იცოდა, მშობიარობის შემდეგ კი მოსწავლის მშობლებმა გაჩუმების სანაცვლოდ ათი ათასი ლარი მოითხოვეს.

არასრულწლოვანი კი ირწმუნება, რომ სავარაუდო მოძალადის ოჯახმა მის მშობლებს ფაქტის დამალვისთვის ოქრო შესთავაზა.

არასრულწლოვნის ორსულობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდი სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც მამის ვინაობა უნდა დაადგონოს. საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალურ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლის მამაკაცს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო – “იმედინიუსი

იტვირთბა....