ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქობულეთის მერიაში, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ქობულეთის მერიაში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, და 3-დან 5 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ “TV25-ის” ინფორმაციით, ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მაუწყებელს სანდასუფთავების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა დოკუმენტები, სადაც სწორედ ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებზეა ინფორმაცია.

აღნიშნულის საფუძველზე, ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.

ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

იტვირთბა....