ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მირიან ქათამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.

ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ “TV25-ის” ინფორმაციით, ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მაუწყებელს სანდასუფთავების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა დოკუმენტები, სადაც სწორედ ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებზეა ინფორმაცია.

იტვირთბა....