ახალი ამბები

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს. ქვაზე აწერია “წარმოუდგენელი ქურდი და მატყუარა. პოლიტიკური გვამი”. გარდაცვალების წლად კი 2019-ია მითითებული. ინფორმაციას ამის შესახებ on.ge ავრცელებს

რუსული გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, საფლავის ქვის ფოტოები ტვიტერზე საპროტესტო მოძრაობა Агит Россия-მ გაავრცელა. მოძრაობამ განმარტა, რომ ფოტოები ტელეგრამით მიიღეს. ვინ დგას აქციის უკან ჯერ უცნობია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვლადიმერ პუტინს საფლავის ქვას დგამენ. პირველი ქვა ნაბერეჟნიე ჩელნიში გამოჩნდა, რის გამოც უვადო პროტესტის აქტივისტები დააკავეს.

იტვირთბა....