ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საწყობი ისეთი თემაა, რომ ძალიან ახლო ადამიანი უნდა მყავდეს იქ – სანდასუფთავების სამსახურის დირექტორი ცოლისძმაზე

“არ უნდა მეთქვა? კი ვთქვი, მერე? ეს საჯარო სამსახური არაა ჩემი, შპს და რაღაც და ნეპოტიზმში ჩამითვალონ… იყო ადგილი თავისუფალი, კონკურსი არ ცხადდებოდა, არაფერი და საწყობი ისეთი თემაა, რომ ძალიან ახლო ადამიანი უნდა მყავდეს იქ და ასე გადავწყვიტე – მეტი არაფერი. მერე რა რომ მერიის ფულით ფინანსდება, იქ ვიღაც ხომ უნდა იყოს? მე არაფერში ვიდანაშაულებ თავს და თუ გადაწყვიტეს მასე, შეცდომაა”

„ქობულეთის სანდასუფთავების“ დირექტორი “მეტრონომთან” საუბრისას ქობულეთის სანდასუფთავებაში ცოლისძმის დასაქმების თემის კომენტირებისას;

შეგახსენებთ, რომ “TV25-ის” ინფორმაციით, ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მაუწყებელს სანდასუფთავების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა დოკუმენტები, სადაც სწორედ ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებზეა ინფორმაცია.

იტვირთბა....