ცნობილი კრიმინალური პორტალის “კრაიმ პრაიმის” ინფორმაციით, სარატოვის ოლქის საპყრობილეში ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, 35 წლის ირაკლი დანელიას (მეტსახელად იკა მარტვილსკი) რუსი სამრთალდამცველები ესტუმრნენ და აცნობეს, რომ მას სამუდამოდ ეკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
იმავე დღეს, ქართველი კრიმინალი აეროპორტში გააქანეს და თურქეთისკენ, კერძოდ სტამბულისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს. თუმცა, თავად დანელია აცხადებს, რომ ის უკრაინის მოქალაქეა.
დანელია, ბოლო სასჯელს ნარკოტიკებისთვის იხდიდა. მან 3, 5 წლიანი სასჯელი მოიხადა.