მთავარი საზოგადოება სამართალი

მაჩალიკაშვილი – როცა ვიბრძოდი ზაზას გვერდი-გვერდ, ვიცოდი, ხელისუფლება თემირლანის საქმეზე არავის დაიჭერდა

“ძალიან მიხარია, ის მცირედი ტკივილი ზაზას გულიდან მოეხსნა. როგორც თვითონ თქვა დადგება სამართალი, მე მჯერა ამ ხელისუფლების. მაპატიეთ თუ სხვანაირად ვამბობ და შეცდომა მომდის, მე ასე წავიკიტხე. მე მოხარული ვარ ზაზას ამბავით. საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა დიდი წვლილი შეიტანა, დღეს,როგორც ზაზა იძახის, გამარჯვებაში. იქვე მეც. მე ვიბრძოლე ზაზას გვერდით ვიბრძოლე 5-6 თვე, რომ სამართალი დამდგარიყო. როცა ვიბრძოდი ზაზას გევრდი-გვერდ, ვიცოდი, რომ თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელი ხელისუფლება არასდროს იტყოდა იმას, რასაც მე ვითხოვ. არასდროს დაიჭერდნენ თემირლანის საქმეზე არც ერთ ადამიანს. დათო სარალიძისა და თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ტკივილი, ერთი მეორეზე უარესია ჩემი და ბატონი ზაზასი. თემირლანი სახელმწიფოს მიერაა მოკლლული. სახელმწიფო არასდროს იტყვის, რომ დავაშვე და შეცდომა დავუშვი, რასაც მე ვითხოვ”

მალხაზ მაჩალიკაშვილი, “ტვ პირველი”;

იტვირთბა....