ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალანდიას მამა – პოლიციელები ფიზიკურად გამისწორდნენ, ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

„ჩემზე ფიზიკური ზეწოლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ არასრულწოვანი დის და დედის დაჭერით, თან მცემდნენ, ჩემი შვილები ცალკე ცემეს. ჩვენი ჩვენება, არც ერთი არაა ჩვენი დაწერილი. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოგონილია, რათა თავიანთი სკამები შეენარჩუნებინათ. სარალიძეც და კალანდიას ოჯახიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა გამოიყენეს! იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც მცემეს, შემიძლია. გვარიც, სახელიც ვიცი და ხელსაც დავადებ, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. უბრალოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა”

მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუს დროს;

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....