aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გარეჯზე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტის კერძო ინიციატივა იყო” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის პრესსპიკერისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლა და იქ გაკეთებული განცხადება საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ერთი კერძო პირის მიერ განხორციელებული ქმედება იყო, რომელიც არ წაარდგა საკითხის სწრაფად მოგვარებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია, დავით გარეჯის საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.

კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინც და მაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისათვის საფუძველი… ერთია საბაბი, მეორეა – საფუძველი. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარია კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის, ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან.

სალომე ზურაბიშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ მან წამოიწყო საუბარი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რამაც, შესაძლოა, “რაღაც შედეგები გამოიწვია”.

წყარო: “ნეტგაზეთი

იტვირთბა....