“არ ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო სადღაც, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მიხეილ სააკაშვილის წონას ასე ნუ ავწევთ, რომელიც მას პრინციპში, საერთოდ არ აქვს”
ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავის 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდეს, სადაც სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.