ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები სამოქალაქო აქტივისტებს, ნანა კოსტავას საკითხთან დაკავშირებით ხვდებიან

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის 14 დეპუტატი სამოქალაქო აქტივისტებს, საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას საკითხთან დაკავშირებით ხვდება.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საკრებულოს წევრებს მოუწოდებენ, დააფიქსირონ, უჭერენ თუ არა მხარს ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას.

„საჯარო მოხელისგან მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება და ნიშნის მოგებით საუბარი. თუ ნანა კოსტავა ერთ დღეში არ დატოვებს საკრებულოს, მოგიწოდებთ გამოუცხადოთ ბოიკოტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიზო ბანძელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას თქმით, საკრებულომ ყველა ბერკეტი გამოიყენა.

„გუნდის სახელით გავაკეთე განცხადება, რომ ვემიჯნებით ნანა კოსტავას განცხადებას. კოსტავამ დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა და გენდერული საბჭო. სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, ნანა კოსტავამ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა საკრებულოს,”-განაცხადა ნიკა ლატარიამ.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

 

იტვირთბა....