“შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს. წლების მანძილზე ის იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. შემდეგ წლების მანძილზე ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მთავრობაში და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, ძალიან დიდი გამოცდილება. თუმცა ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას“.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე