პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ბავშვი უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
მცირეწლოვან ბავშვს ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ. მცირეწლოვანი დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა.