ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია „პრაიდზე” – ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შსს იცავს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხებას შორის.

როგორც “იმედი LIVE-ის” ეთერში გახარიამ ასევე განაცხადა,  სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა.

„სტრასბურგში ჩივილი არის საქართველოს მოქალაქის უფლება და, რა თქმა უნდა, როგორც ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, ისე დავიცავთ ამ უფლებას. თუმცა, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანაა, იპოვოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ჩვენი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვიდან.

ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ვწყვეტთ. მე ამის იქით არ წავალ. ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

შსს-მ პრაიდის ჩატარების ორგანიზატორებს განუმარტა, რომ  მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

თავის მხრივ, პრაიდის ჩატარების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ,

იტვირთბა....