ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალაძე შალვა თადუმაძეზე – თუ შალვას აქვს სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, რატომაც არა?

შალვა თადუმაძეს თუ აქვს სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა, პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებისს შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ის, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორია.

კალაძის განცხადებით, ის თადუმაძის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„წინააღმდეგობაში არ მგონია, პირიქით. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა წარედგინა თავიანთი კანდიდატურა, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონოდა შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდილება, სწავლა-განათლება, ა.შ. და, რა თქმა უნდა, მივესალმები ამას. თუ შალვას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა. პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. 144 კანდიდატს შორისაა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეც.

 

იტვირთბა....