aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს მთავრობა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, თანადაფინანსების 100,000 – ლარიანი გრანტების პროგრამას მესამე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” მხარდაჭერით.

„კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს ბრწყინვალე იდეები და ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროგრამის განხორციელება, ვინაიდან სამი წლის წინ, როდესაც ეს პროგრამა დავიწყეთ, არავინ იცოდა, თუკი ამდენად წარმატებული იქნებოდა. საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები ქვეყნის საკეთილდღეოდ. აღნიშნული პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ასევე უზრუნველყოფს შესაბამის მენტორობას, სწავლებას და სხვ. ასე რომ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი მეწარმეებისთვის. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ის საქართველო, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, სრულიად შეიცვლება უკეთესობისკენ,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

იტვირთბა....