ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კირკიტაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ გათვისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. კირკიტაძემ 16 დეკემბერს მომხდარი იინციდენტი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ერთადერთი მიზანი ქონდა – მომიტინგეებისთვის გაეთავისუფლებინა გზა.

„გნებავთ ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ ეროვნულ ბანკი და გნებავთ ეკონომიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც 16 დეკემბერს მოხდა, ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ, რათა გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისთვის, რათა თელავში ჩასულიყო ხალხი, რომელიც მიდიოდა უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ეს მოქმედება უკანონოდ აღკვეთა კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის იმიტომ, რომ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ”, – აცხადებს კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

იტვირთბა....