“აქ არის სიღარიბის პრობლემა, ბავშვები შიმშილით გვეხოცება და ვერ გავიგე, მთელი მთავრობა და პარლამენტი აქ ვსხედვართ და მართლა, სირცხვილი არ არის, რომ სკოლებში “ნისიების“ რვეული არსებობდეს და ბავშვებს ფუნთუშა ენატრებოდეთ? ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს და ვერ გავიგე ქალბატნო თამარ, კროსია თუ რა არის?! ორ წუთში, სამ წუთში ჩატევა. შეურაცხმყოფელია ასეთი რეჟიმი, როგორც პრემიერისთვის, ისე პარლამენტისთვის. ამიტომ ისევ თქვენ მოგიწევთ ამ სქემის შეცვლა თუ არ გვინდა, რომ ინტერპელაციის ფორმატს დაეკარგოს მნიშვნელობა, გაცვდება ეს ყველაფერი და მერე აზრს დაკარგავს. მოგიწოდებთ, რომ ამ თვალთმაქცობას დავანებოთ თავი. რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ“.
ირმა ინაშვილი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი