ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ეკონომიკის სამინისტროში შიდა მოკვლევა დაიწყო

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროში, მისი ბრძანებით, შიდა მოკვლევა დაიწყო.

როგორც თურნავა აღნიშნავს, მოკვლევის დაწყების მიზეზი გახდა დოკუმენტი, რომელიც ნებართვის გარეშე გაიცა, მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ. დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად, პროექტის დაწყებაზე საუბარი ვერ იქნებოდა. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც დარღვევით გაიცა. ეს არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან, მეც იგივე კითხვები დამებადა, რატომ არ იყო ეს დოკუმენტი ჩემთან შეთანხმებული. ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ამდენად მნიშვნელოვან პროექტთან მიმართებაში გაიცა ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში. გადაჭარბებულია ის რეაქცია, რაც აჟიოტაჟიც ატეხა ინვესტორმა ამის გარშემო“ , – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....