“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია აცხადებს, რომ მისთვის ნანა კოსტავას განცხადებები მიუღებელია.
როგორც “მეტორნომს” წულაიამ განუცხადა, თუ გინდა გაუშვან საკრებულოდან მაგრამ ესაა “ქართული ოცნების” სტილი.
“ჩემთვის მიუღებელია, როცა ადამიანი ამხელა ტრაგედიაშია საკრებულოს წევრი ასეთ განცხადებებს აკეთებს. რატომ გონია ნანა კოსტავას, რომ შვილი მაია ასათიან მოუკვდა ან სალომეს და. ეს შვილები საქართველოს მოუკვდნენ. მას ეს არ აქვს გაცნობიერებული, რადგან საქართველო მას დაყოფილი აქვს სხვისებად და მისებად. სხვისი და ვსო. ის პატარა ხომ საქართველოს მოუკვდა, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. ცუდია, როცა ადამიანი ასეთი ხედვით არის საკრებულოს წევრი, რომელიც უნდა განაგებდეს ქუთაისელების ბედს. საინტერესო ასეთი აზროვნებით იყო როცა მიიყვანეს თუ ქართულმა ოცნებამ მიანიჭა ასეთი აზროვნება?
თუ გინდა გაუშვან საკრებულოდან მაგრამ ესაა “ქართული ოცნების” სტილი. გაუშვან საკრებულოდან ისევ ნახავს სამსახურს. როცა მაია ასათიანს წირავდა მაშინ არ იცოდნენ ვინც იყო? მაგისთვის აქციების მოწყობა რომ წავიდეს სისულელედ ვთვლი. წავა საკრებულოდან და რა? უკეთესი შემოვა ვინმე? ან თუ ვინმეს გონია რომ ნანა კოსტავას უმუშევარს დატოვებს ვინმე, ძაან შემცდარან. არაფერი შეცვლება მაგით, მთავარია მიდგომის შეცვლა და ისეთი ადამიანების მოყვანა საკრებულოში რომლებსაც სტკივა ყველა ქართველი, მიუხედავ მისი პოლიტიკური აზრისა. ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი?? პოლიტიკაში 1988 წლიდან ვარ და მე ის არსად არ გადამყრია. პირველად ახლა ვნახე მისი სურათები რომ გამოქვეყნდა მედიაში. არ ვიცი საიდან ჩხრიკავენ და ვის მოყავს ეს ადამიანები საკრებულოში. მის წარსულზე არაფერი არ ვიცი, სად უცხოვრია, სად უმუშავია სად სიტყვა უთქვამს – საერთოდ არ ვიცი. დავბერდი ამ ქალაქში და ასე თუ ისი ყველას ვცნობ, ნანა კოსტავას კი არა”, – განგვიცხადა წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.